პოლი სემსონმა უცნობი მამაკაცი გადაარჩინა

ბეჭდვა

В среду жена Дэвида Гилмора Полли Сэмсон спасла тонущего в море мужчину.
Полли заметила тело мужчины в морской воде неподалеку от их с Дэвидом жилища в Брайтоне (Восточный Суссекс, Великобритания). Как только вытащенный «храбрым человеком с серьгами в ушах» мужчина пришел в себя, он стал набивать рот камнями, после чего совершил попытку снова броситься в воду, однако она была пресечена медиками и полицейскими.
Впервые инцидент был упомянут в Twitter: Полли написала одному из своих друзей, что извлекала из воды тонущего мужчину. Позже она добавила, что он явно хотел умереть, и что она «по-хорошему потрясена тем, что удалось спасти кого-то, кто так рвался расстаться с жизнью».
Новость о случившемся появилась в русскоязычных СМИ ещё днем 27 января, однако многие издания писали о том, что мужчина был спасен лично Дэвидом Гилмором при поддержке Полли Сэмсон и Чарли Гилмора, приемного сына Дэвида. Тем не менее, подтверждения этой информации так и не появилось
Dave-Gilmour_2121464bოთხშაბათს, 25 იანვარს, დევიდ გილმორის მეუღლე პოლი სემსონმა გადაარჩინა მამაკაცი, რომელიც წყალში იძირებოდა.

პოლიმ მამაკაცი შეამჩნია ბრაიტონში (ინგლისი), მისი და დევიდის სახლთან ახლოს. მას შემდეგ, რაც წყლიდან ამოყვანილი იქნა, მამაკაცმა პირში კენჭები ჩაიყარა და კვლავ წყალში ჩახტომა სცადა, მაგრამ ამჯერად მედიკოსებმა და პოლიციელებმა შეუშალეს

პოლიმ ეს ინციდენტი საკუთარ Twitter-ში ახსენა, მიწერა რა ერთ-ერთ მეგობარს, რომ წყლიდან მამაკაცი ამოიყვანა. მოგვიანებით მან დაამატა, რომ მამაკაცი აშკარად სიკვდილისათვის ემზადებოდა და იგი 'სასიამოვნო გაოგნებულია, რომ შესძლო გადარჩენა პიროვნების, რომელის ასე იოლად ემშვიდობებოდა სიცოცხლეს'.

პოლის მუსიკალური სამყარო იცნობს, როგორც Pink Floyd-ის ალბომის The Division Bell და დევიდის ალბომის On An Island ტექსტების ავტორს. 

წყარო:  The Telegraph  

როჯერ უოტერსი ჰოვარდ სტერნის შოუში

ბეჭდვა

rogerwatershoward118 იანვარს როჯერ უოტერსი გამოჩნდა სკანდალური ჰოვარდ სტერნის რადიოშოუში სადაც ერთსაათიანი ინტერვიუს დროს ისაუბრა მრავალ საინტერესო საკითხზე.

მთავარი მოვლენა იყო მისი ქორწინება, რომელიც 14 იანვარს შედგა. ჩვენ უკვე ვწერდით დაგეგმილი ქორწინების შესახებ. იგი ფარულად, 14 იანვარს შედგა.

როჯერმა ასევე ისაუბრა პირველ გიტარაზე, რომელიც მას აჩუქეს, როდესაც 14 წლის გახდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მაშინ დაკვრა არ უსწავლია, ვინაიდან თითები სტკიოდა.

განხილული იქნა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პერიოდიც - როჯერმა გაიხსენა, თუ როგორ გამოთქვა უკმაყოფილება არქიტექტურის სწავლების მეთოდების შესახებ, კერძოდ - ნახაზის გადახაზვაზე, რომელიც თავის მხრივ, უკვე გადმოხაზული იყო სახელმძღვანელოდან.

ქონებაზე საუბრისას როჯერმა აღნიშნა, რომ ნამდვილი შემოსავლის მიღება მხოლოდ ალბომის The Dark Side Of The Moon გამოცემის შემდეგ დაიწყო, მანამდე კი პრაქტიკულად მეუღლის, ჯუდის კმაყოფაზე იყო. მან ასევე აღიარა, რომ ჯუდი იყო მისი ერთადერთი მეუღლე, რომელსაც ქორწინებისას ღალატობდა. კითხვაზე, სურთ თუ არა როჯერსა და ლორი დერნინგს შვილები, უოტერსმა უპასუხა, რომ ეს კითხვა ლორის უნდა დაუსვან და არა მას. 

როჯერმა ასევე ახსენა, რომ სიმღერებს მარტო წერს და ვინმესთან თანამშრომლობა უჭირს. კითხვაზე, თუ როგორია ამჟამად მისი ურთიერთობები ჯგუფის სხვა წევრებთან, როჯერმა თბილად ახსენა ნიკ მეისონი და აღნიშნა, რომ მცირე ხნის წინ, შობამდე შეხვდა. მან ასევე შეახსენა მსმენელებს, რომ 27 იანვარს ავსტრალიაში იწყება მისი ტურნეს The Wall Live შემდეგი ეტაპი.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ბმულზე. ასევე ხელმისაწვდომია ვიდეოჩანაწერი, დაახლოებით წუთიანი ნაწყვეტი. 

სიდ ბარეტი

ბეჭდვა

syd35366366დღეს, 6 იანვარს, სიდ (როჯერ კით) ბარეტს 66 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1946 წელს დაიბადა და 2006 წელს გარდაიცვალა - როდესაც როჯერ უოტერსიც და დევიდ გილმორიც საკონცერტო ტურნეებით მოგზაურობდნენ.

სიდი იყო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი 'ძრავა', რომლის ქარიზმატულმა პიროვნებამ თავის ირგვლივ ძალაუნებურად არაერთი უცნაური ლეგენდა შექმნა. მისი მოკლე ბიოგრაფია იხილეთ ჩვენთან საიტზე.

ჯგუფის გაერთიანება? (სავარაუდოდ) მცდარი ინფორმაცია.

ბეჭდვა

200px-London_Olympics_2012_logo.svgსაიტი Contactmusic ავრცელებს (სავარაუდოდ მცდარ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Pink Floyd ლონდონში, ამ წლის ოლიმპიადის გახსნაზე გამოვა.

გამოცემას Daily Express ერთ-ერთმა პიროვნებამ უამბო - 'დიდი ხანია, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის გაერთიანება იქნებოდა განსაკუთრებული მოვლენა და ოლიმპიადაზე დიდი მიზეზი ამისათვის არ არსებობს'.

'ისევე, როგორც სერ პოლ მაკკარტნი (რომელიც ამ ცერემონიას გახსნის) უკანასკნელ 40 წელიწადში ისინი იქცნენ ჩვენი ერის კულტურის ნაწილად და მათი გამოსვლა ლონდონში და ამის მსოფლიოსათვის დემონსტრირება დროული იქნებოდა. იმედია, ყველაფერი გაირკვევა შემდგომ კვირებში'.

რაც შეეხება ობიექტურ მსჯელობას - ყველამ იცის, რომ როჯერი, ნიკი თუ დევიდი ახსენებდნენ კოლექტივის ერთჯერადი გაერთიანების შესაძლებლობებს - იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება რაღაც განსაკუთრებული, როგორც Live 8. აქ კი სავსებით დასაშვებია, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია - ვინაიდან ლონდონის ოლიმპიადა არ არის Live 8-ის ტიპის საქველმოქმედო შოუ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რესურსები Contactmusic და Daily Express ითვლებიან ჭორების ცნობილ წყაროებად.

საშობაო გაყიდვები

ბეჭდვა

discoveryboxset3dსაშობაო სასაჩუქრო შეფუთვებზე ამჟამად დიდი მოთხოვნაა. Bloomberg-ის ცნობით, წინასაშობაო გაყიდვაში ლიდერობენ Pink Floyd, U2, Nirvana, the Rolling Stones და ტონი ბენეტი have the ideal Christmas box for fans.

Pink Floyd-ის მხრივ, ყველაზე დიდი მოთხოვნაა 14 ალბომისგან შედგენილ ყუთზე Discovery. ალბომების “Wish You Were Here” და “The Dark Side of the Moon” Immersion ვერსიები ასევე დიდი ინტერესით სარგებლობენ. არანაკლებ მოთხოვნადი Experience ვერსიებიც.

წყარო: Business Week