Pink Floyd: Illustrated Biography (Classic Rare & Unseen)

242508_1760056447869_1432787985_3337627_6351741_oჯგუფის ილუსტრირებული ბიოგრაფია. ძირითადად შეიცავს მაღალი ხარისხის ფოტოსურათებს. 224 გვერდი. 'ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის' მიერ დაგეგმილია წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა.

Syd Barrett: A Very Irregular Head

irreg

სიდ ბარეტის ცხოვრების ვრცელი მიმოხილვა.

აქ დეტალურად არის განხილული მისი ცხოვრების ზოგიერთი უცნობი დეტალი. რა თქმა უნდა, განიხილება მუსიკალური შემოქმედებაც. ავტორიზებული ბიოგრაფია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ბარეტის პერიოდის Pink Floyd-ის ნებისმიერმა მსმენელმა.

The Dark Side of the Moon: The Making of the Pink Floyd Masterpiece

pfharrisწიგნში ვრცლად მიმოიხილება ალბომის The Dark Side Of The Moon შექმნის პროცესი. მოთხრობილია ჯგუფის ადრეული ისტორია, რათა მკითხველს შეექმნას წარმოდგენა, თუ როგორი გავლენა იქონია სიდ ბარეტის ფიგურამ 1967 წლის შემდგომ მოვლენებზე.

სტუდიური სესიების დეტალიზაცია არც თუ დიდია, თუმცა მოთხრობილია ყველაფერი, რაც ჯგუფის მსმენელმა ზოგადად უნდა იცოდეს. მთლიანობაში ეს არის ძალიან სასარგებლო, 208 გვერდიანი ბროშურა.

Mind Over Matter: The Images of Pink Floyd

mindovermatterგამოცემა ეძღვნება ჯგუფის დაარსებიდან 40 წლისთავს. წიგნში მიმოიხილება Pink Floyd-ის ალბომების ყდები და მათი ელემენტები.

სტორმ თორგერსონი, წიგნის ავტორი, ცნობილია ჯგუფისათვის ალბომების, სინგლების, პოსტერებისა და სხვა პროდუქციის დიზაინის შექმნით. 40 წლის შემდეგ თორგერსონი გამოცდილია სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობითაც.

The Making of Pink Floyd: The Wall

scarfe_making_wall_pbackჯერალდ სკარფი, ამ წიგნის ავტორი, პირველ რიგში ცნობილია, როგორც პოპულარული ინგლისელი პოლიტიკური კარიკატურისტი, მაგრამ მისი სახელი რომც არ იცოდეთ, მისი ანიმაციური ჩანართები, რომლებიც ფილმში Pink Floyd: The Wall ჩნდება, მაინც გექნებათ ნანახი.

ამ წიგნს დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად თქვენი მუსიკალური ბიბლიოთეკისათვის. იგი ნათელს მოჰფენს ალბომის The Wall შექმნის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი აგური მთელ ამ ისტორიაში. წიგნის შესავალის ავტორი თვით როჯერ უოტერსია.  ეს არის მდიდრულად ილუსტრირებული მასალა, რომელსაც უნდა ფლობდეს The Wall-ის ნებისმიერი მოყვარული.

The Pink Floyd Encyclopedia

Pink Floyd-ს მკვლევარის, ვერნონ ფიჩის მიერ შეგროვებული მასალა, რომელიც ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს, მნიშვნელოვანი რამ არის მათთვის, ვისაც სურს ასეთი ტიპის წიგნის შეძენა. აქ არის ყველაფერი ჯგუფის შესახებ. ინფორმაცია ყველაფერზე, რაც კი ოდესმე გამოცემულა ჯგუფთან დაკავშირებით. დრო და დრო ფიჩი უშვებს წიგნის განახლებულ ვერსიებს, დამატებითი ინფორმაციით, რომელიც აქტუალურია ამა თუ იმ მომენტისათვის.

Which One's Pink?

ერთ-ერთი უცნაური წიგნი, დაწერილი ჯგუფის შესახებ. 1973-1979 წლების ალბომების მიმოხილვა ფილოსოფიური კუთხით. ამა თუ იმ სიმღერის ისეთი ახსნა-განმარტება, რომ თავად როჯერ უოტერსსაც კი გაუკვირდებოდა და შესაძლოა, ასეთ ანალიზს გადამეტებულსაც უწოდებდა. ნებისმიერ შემთხვევაში - ეს არის ალბათ, ჯგუფის სიმღერების ტექსტების ფილოსოფიურ ჭრილში განხილვის საუკეთესო მაგალითი.

The Complete Guide to the Music of Pink Floyd

კომპაქტ-დისკის გაბარიტების მქონე წიგნი სერიიდან The Complete Guide. ცნობილი ჟურნალისტი, Pink Floyd-ს დიდი მოყვარული ენდი მებეტი ამ წიგნში ფორმალურად მოგვითხრობს ჯგუფის ისტორიას და უფრო დეტალურად განიხილავს მის ყველა მთავარ დისკს 1994 წლის ალბომის The Division Bell ჩათვლით. წიგნი იძლევა ვრცელ ინფორმაციას ამა თუ იმ სიმღერის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის ნაწილი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს, მაგრამ ნაწილობრივ მაინც აქტუალურია. საკმაოდ საინტერესო წიგნია, თუკი ასეთი დეტალური განხილვების გამოცემას ეძებთ.

Inside Out: A Personal History of Pink Floyd

ნიკ მეისონის ავტობიოგრაფიული წიგნი, გამოცემული 2004 წელს. გამოვიდა წიგნის ორი ვარიანტი - რბილი და მაგარი ყდით. ასევე საგულისხმოა, რომ 2005 წელს, Pink Floyd-ს გაერთიანების შემდეგ გამოიცა წიგნის მეორე ვარიანტი, დამატებული თავით Live 8-ის კონცერტის შესახებ.

Pink Floyd: Visual Documentary

ამ წიგნს ეწოდება ’ვიზუალური დოკუმენტი’ - თუმცა იგი უფრო ჯგუფის დღიურს და წიგნაკს მოგაგონებთ. მათი ყოველი გამოსვლა კონცერტზე, მათი ხმისჩამწერი სესიები და დისკოგრაფიის კატალოგი - აი რას იხილავთ ამ წიგნში. Pink Floyd-ს მსმენელისათვის აუცილებელია მისი ხილვა. საინტერესო ანალიზია წარმოდგენილი დევიდ გილმორის/როჯერ უოტერსს შორის დაძაბულობის თემაზე. წიგნს ასევე ახლავს ფოტოსურათების კოლექცია, რომელთა შორის ბევრია სიდის პერიოდიდანაც.

Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd

უკანასკნელ წლებში გამოცემული ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ფლოიდის შესახებ. ავტორი მარკ ბლეიკი ეფუძნება საკუთარ ინტერვიუებს ჯგუფთან და მის მეგობრებთან, ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან, მუსიკალურ კოლეგებთან და მიმოიხილავს ჯგუფის მთლიან კარიერას კლუბიდან UFO - სადებიუტო ალბომის გამოცემამდე და Pink Floyd-ს ცნობილი სტუდიური სესიებიდან - დამაგვირგვინებელ კონცერტამდე ჰაიდ პარკში, 2005 წელს.

Pink Floyd's The Piper at the Gates of Dawn

ალბათ, ერტ-ერთი ვრცელი წიგნი, დაწერილი Pink Floyd-ს სიდისეული პერიოდის შესახებ. და უფრო მეტიც - ეს არის წიგნი ჯგუფის სადებიუტო ალბომზე. წიგნის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ხშირი სუბიექტივიზმი, წარმოთქმული პირველი პირისგან, მაგრამ მასში უფრო მეტი დადებითი მხარეა - თუნდაც ინფორმაცია ჯგუფის 1967 წლის რთულ ტურზე ჯიმი ჰენდრიქსთან ერთად.

Echoes: The Complete History of Pink Floyd

გლენ პოუიმ შეადგინა იდეალური ქრონოლოგია, რომელშიც წარმოდგენილია ჯგუფის დღეისათვის ყველა ცნობილი კონცერტის და ტურის თარიღები. რა თქმა უნდა, წიგნს ამშვენებს მდიდრული ფოტოკოლექცია. უკანასკნელ წლებში გამოცემული წიგნებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია - თუმცა, რა თქმა უნდა, წიგნი მხოლოდ ნამდვილ მოყვარულებზეა გათვლილი.

Pink Floyd FAQ: Everything Left to Know ... and More!

4 ათეულ წელზე მეტია გასული მათი პირველი ალბომის გამოცემიდან და აი წიგნი, რომელშიც თავმოყრილია ყველა კითხვა, დაკავშირებული ჯგუფთან. სად ჰქონდა მას ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტები? რა რეკორდები აქვს დამყარებული? რამ იქონია მათ მუსიკაზე გავლენა? როგორი იყო მათი შოუები ამა თუ იმ წელს? ინფორმაციის 400 გვერდი, სადაც Pink Floyd-ს გამოცდილი მსმენელიც აუცილებლად სიახლეს აღმოაჩენს.

Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey

ნიკოლას შეფნერის წიგნი, გამოცემული 1992 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორისათვის ეს იყო უკანასკნელი წიგნი (იგი გარდაიცვალა 1991 წელს, მანამდე კი გამოცემული ჰქონდა წიგნები ძირითადად, The Beatles-თან დაკავშირებით), Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ფლოიდის შესახებ - თუმცა, საკმაოდ ბევრი შეცდომით. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა წიგნის შედგენაში, როჯერ უოტერსია (რომელმაც უარი თქვა ინტერვიუზე, მაგრამ ავტორს წარმატება უსურვა). მოვლენები წყდება 1990 წლის შემდეგ, მაგრამ პირველი რამდენიმე ათეული გვერდი ნათელ წარმოდგენას ქმნის ანდერგრაუნდულ პინკ ფლოიდზე. ასევე ვრცლად არის მიმოხილული სიდ ბარეტის შეშლილობისა და ’კედლის’ პერიოდები - 1978-1982 წლები, ისევე როგორც ჯგუფის 1987-1989 წლების ტურის მოვლენები.

The Rough Guide to Pink Floyd

ავტორ ტობი მენინგის ეს წიგნი არის ერთგვარი მცდელობა, შეიქმნას სრულყოფილი მიმოხილვა ყველაფრისა, რაც პინკ ფლოიდთან დაკავშირებით 2006 წლისათვის გამოცემულა. საუბარია როგორც ჯგუფის ალბომებზე, ასევე სიმღერებზე (50 სიმღერის დეტალური მიმოხილვა), სოლო-დისკებზე, წიგნებზე, ვიდეოფილმებზე, დაკავშირებულ ალბომებზე და ვებ-გვერდებზეც კი (პინკ ფლოიდს და მის წევრებს რომ ეძღვნება). შეიძლება ითქვას, ავტორის მცდელობა საკმაოდ წარმატებულია. დრო და დრო იგი ხშირ-ხშირად ტრიალებს თემის ’იქ და ამავე დროს იქ არა’ ირგვლივ (ალბათ, ალბომის Wish you were here იდეების გავლენით). რაც მთავარია - ყველაფერი დაუფარავია და ადგილი აქვს მასალის ჯანსაღ კრიტიკასაც. აუცილებლად შეიძინეთ ეს კრიტიკული მასალა.