1943

28 ივლისი - პინერში (მიდლსექსი) დაიბადა რიჩარდ უილიამ რაიტი. ოჯახი საცხოვრებლად ლონდონის გარეუბან ჰეტჩ ენდში გადავიდა. ფორტეპიანო, საყვირი, ტრომბონი - ეს იყო მისი ინსტრუმენტების სპექტრი. სკოლის პერიოდში რაიტი აქტიურად დაინტერესდა ჯაზით.
6 სექტემბერი - დაიბადა ჯორჯ როჯერ უოტერსი.

1944

ომში კლავენ ერიკ ფლეტჩერ უოტერსს, ჯორჯ როჯერ უოტერსის მამას. მერი უოტერსი, მისი მეუღლე, შვილებთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადადის.
27 იანვარს იბადება ნიკოლას ბერკლი მეისონი. მამა - კინოდოკუმენტალისტი / ავტომოყვარული. დედა, სელი - პიანისტი. სიყვარული მუსიკისადმი და ინტერესი სპორტული ავტომანქანებისადმი ნიკს პატარაობიდანვე გადაეცა.

1946

ბარეტების ოჯახში იბადება როჯერ კით, მომავალში - სიდ ბარეტი.sydrosemary

1951

ბარეტების ოჯახი საცხოვრებლად კემბრიჯში გადადის. მომავალში მერი უოტერსი აქ სიდის სკოლის მასწავლებელია.

1956

13 წლის ასაკში ჯორჯ როჯერ უოტერსი დაინტერესებულია ღამის რადიოსადგურების მოსმენით. მომავალში ეს დიდ გავლენას იქონიებს მისი ალბომის Radio KAOS თემატიკაზე.

1957

დაახლოებით ამ პერიოდში ნიკ მეისონი ინტერესდება თანამედროვე მუსიკით. მის მიერ პირველი შეძენილი ფირფიტაა ელვის პრესლის Rock'n'roll. მეისონი უკრავს ჯგუფში The Hotrods. იმავე წელს იგი სასწავლებლად სურეიში გადადის და გაიცნობს თავის მომავალ მეუღლე ლინდის.

1958

ვინიფრედ ბარეტი (ფლეკი), როჯერ კით ბარეტის დედა, თავისი შვილს დაბადების დღისათვის ყიდულობს აკუსტიკურ გიტარას, რომელზეც ბიჭუნა უკრავს ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Shadows ჰიტებს.

1960

დაახლოებით ამ პერიოდში რიჩარდ რაიტი ინტერესდება ჯაზით. მისივე აღიარებით, ის ცხოვრებაში ერთადერთხელ, 17 წლის ასაკში იდგა ბილეთების რიგში - დიუკ ელინგტონის კონცერტზე დასასწრებად.

1961

ჯორჯ როჯერ უოტერსი ტოვებს სკოლას და მანჩესტერის უნივერსიტეტში მექანიკურ ინჟინერიას ეუფლება. მაგრამ ამ საქმიანობისადმი იგი ინტერესს კარგავს და ერთი წლით შორდება სასწავლო პროცესს.
ართურ ბარეტის, სიდის მამის კიბოსგან გარდაცვალება. როზმარის, სიდის დის თქმით, მამა-შვილს შორის დიდი კავშირი იყო და ამ ტრაგედიამ სიდზე დიდი გავლენა იქონია. სიდს ჰქონდა დღიური, რომელშიც ყოველ დღეს ავსებდა, თუმცა 11 დეკემბერი ცარიელი დარჩა.

1962

უოტერსი მოგზაურობს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ამ მოვლენების გავლენით მრავალი წლის შემდეგ იგი ქმნის პოლიტიკური ქვეტექსტის სიმღერას Leaving Beirut, სადაც მისი მოგონებებია აღბეჭდილი - საბრალო ლიბანელი ოჯახის შესახებ, რომელმაც იგი ღამის თევით თავისთან სტუმრად მიიღო.
ჯორჯ როჯერ უოტერსი ასევე ესწრება ჯგუფის The Mottoes კონცერტებს - მისი დამაარსებელია ვინმე სიდ ბარეტი.
სიდი ამ პერიოდში დაინტერესებულია როგორც ტრადიციული ბლუზით, ასევე ბიტნიკების ჯაზით. მარტში The Mottoes იშვლება.
შემოდგომაზე ბარეტთან ერთად საზოგადოებაში ჩნდება ახალბედა გიტარისტი დევიდ გილმორი. ისინი ხშირად არიან ერთად და გარდა ყველაფრისა, მოგზაურობენ ქალაქგარეთ.
უოტერსი ინდუსტრიული ფსიქოლოგიის განხრით სწავლობს, მაგრამ გადაერთვება არქიტექტურაზე. რიჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იგი გაიცნობს ნიკ მეისონს.
რიჩარდ რაიტი ასევე მოდის რიჯენტ სტრიტის უნივერსიტეტში - ასევე არქიტექტურის შესასწავლად.