მას შემდეგ, რაც The Wall გამოვა, შეიძლება სხვა გამოცემებიც გამოჩნდეს
28 თებერვალს Pink Floyd-ის The Wall-ის ვრცელი გამოცემები, Immersion და Experience გამოჩნდება. ჯერ-ჯერობით ეს არის უკანასკნელი დაგეგმილი ახალი გამოცემებიდან.'ყოველთვის გვაინტერესებდა, მოსწონს ხალხს ეს ყველაფერი თუ არა. თუ მოეწონებათ, ალბათ მეტ მასალას გამოვცემთ' - ამბობს ნიკ მეისონი Billboard.com-თან საუბრისას. 'ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი სავარჯიშო, რომელიც განმეორებულა მაგრამ ამჯერად ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც არ გაგვიკეთებია'.
მეისონი სინამდვილეში ამბობს, რომ უფრო დიდი სიამოვნებით იხილავდა ჯგუფის ადრეული წლების შემოქმედების მთელ შეფუთვას, ვიდრე კონკრეტულ ალბომთან დაკავშირებულ მასალას. 'The Piper At The Gates Of Dawn-ის მსგავსი ალბომი არ ჩაგვიწერია. შეიძლება, A Saucerful Of Secrets და Piper ავიღოთ და დავუმატოთ უფრო წინა წლების ჩანაწერები - თუნდაც იმიტომ, რომ ხოლმე არ არის საკმარისი მასალას. ეს უფრო საინტერესო იქნებოდა'
მეისონის მიერ მოწოდებული მასალიდან ხმის ინჟინერმა ენდი ჯექსონმა ამოარჩია განსაკუთრებით ძვირფასი რამ - უფრო ადრეული ჩანაწერები, იმ პერიოდიდან, როდესაც ჯგუფში ჯერ კიდევ სიდ ბარეტი იყო და როდესაც ჯგუფი r&b ტიპის კოლექტივად ჩამოყალიბებას ცდილობდა. ჯექსონი: 'ეს არ არის სიმღერების ადრეული ვერსიები, რომლებიც შემდგომ მათ ალბომებზე გამოჩნდნენ. ეს არის r&b-ს კლასიკა, ის, რასაც იმავე პერიოდში ყველა უკრავდა. მომავალი პროექტისათვის შესანიშნავი ჩანაწერები არსებობს'.
ამასობაში მოყვარულებს აინტერესებთ, თუ გამოიცემა Animals ისეთივე ვრცელი სახით, როგორც ჯგუფის 1970-იანი წლების სხვა ალბომები. 'არაფერი ვიცი. Animals არის ჩანაწერი, რომლის ხმის მიქსის წარდგენა მე და როჯერს განახლებულად გვსურს. ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა. თუკი დევიდი ამას შეეწინააღმდეგება, შეგვიძლია გამოვცეთ ჩემი ვერსია, როჯერის ვერსია და დევიდის ვერსია' - ამბობს ნიკი. ჯექსონი: 'არქივებში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობაა. მთავარია, რა ინახება და შეგვიძლია თუ არა ამის მოძიება? ამაზეა დამოკიდებული, თუ რას ვიზამთ მომავალში'.
მანამდე კი მეისონი მოხარულია, რომ The Wall გამოიცემა სპეციალური სახით, თანაც, როჯერისა და ჯგუფის ორიგინალური დემოებით, სადაც ჩანს ის, თუ რად იქცა 1979 წლის ალბომი, რომელიც მხოლოდ აშშ-ში 11 მილიონი ასლის სახით იქნა გაყიდული. ყველაზე გამაოგნებელია The Doctor, სიმღერის Comfortably Numb დემო. შვიდ დისკიანი Immersion ასევე მოიცავს 2000 წელს გამოცემულ ალბომს Is There Anybody Out There: The Wall Live 1980-81, პროდიუსერ ჯეიმს გათრის რემასტერინგით და DVD-ს, სადაც ამ ტურნედან ერთ-ერთი საკონცერტო ნაწყვეტი იქნება წარმოდგენილი. კრებულში ასევე შეტანილია Behind The Wall - დოკუმენტური ფილმი და ინტერვიუ ალბომის ყდის ავტორ ჯერალდ სკარფთან.
მეისონი: 'დიდებულია, რომ აქ გვაქვს იმაზე უფრო მეტი მასალა, ვიდრე ეს სხვა ალბომების შემთხვევაში იყო. გვაქვს როჯერის დემოები, შემდეგ ჯგუფის დემოები, სადაც უკვე უკანასკნელი ეტაპები ჩანს და ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება. ახლა უკვე შეგიძლიათ მოისმინოთ, თუ როგორ შეიქმნა The Wall'.
მეისონისათვის - რომელიც უოტერსსა და გილმორს შეუერთდა 12 მაისს, ლონდონის დარბაზში O2 - ლეგენდები გესლიანობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა The Wall-ის ჩაწერისას, ოდნავ გადაჭარბებულია. 'ხალხი ფიქრობს, რომ ეს იყო ალბომი, რომელსაც ძალიან გაბრაზებული ხალხი წერდა. ვფიქრობ, ასე არ არის. ალბომის დიდი ნაწილი ჩაიწერა მშვიდ პირობებში. ვფიქრობ, ყველაფერი მეტად დადებითი ატმოსფეროთი იყო დამუხტული. ყველაფერი მოგვიანებით გამოჩნდა, ალბომის ჩაწერის უკანასკნელ ეტაპზე. იყო დიდი კამათიც, განსაკუთრებით როჯერსა და რიკს შორის, მაგრამ ჩაწერის მთელი პროცესის დიდი ნაწილი, როგორც მახსოვს, ნამდვილად იყო მეტად კრეატიული და ბიზნესის მსგავსი'.
წყარო: Billboard
ჯგუფის გამოსვლა ოსიახში, 1971 წელი
ჩაბნელება
ავსტრალიური ხალხური სიმღერა როჯერ უოტერსის კონცერტზე
4 თებერვალს ტურნეს The Wall ფარგლებში ბრისბენში (ავსტრალია) გამართულ კონცერტზე როჯერის ბენდმა შეასრულა ავსტრალიური ხალხური სიმღერა Waltzing Matilda. მსმენელებმა ეს ინიციატივა ძალიან თბილად მიიღეს და მღეროდნენ მუსიკოსებთან ერთად.
საგულისხმოა, რომ 2010 წელს, მეხიკოში გამართულ კონცერტზე როჯერმა და ბენდმა შეასრულეს მექსიკური მისალოცი სიმღერა Las Mananitas, რომელიც Another Brick in the Wall-ის მოტივზე ააწყვეს.
The Wall - Immersion გამოცემა - ნაწყვეტები
ამ მენიუთი შეგიძლიათ მოისმინოთ The Wall-ს სპეციალურ გამოცემაში (27 თებერვალი) შეტანილი სიმღერების ნაწყვეტები. აქ არის ალბომის Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 ოდნავ გაწმენდი ვერსიის ფრაგმენტები და დემო-ვერსიები. მასალა ნამდვილად გაგაოცებთ. მცირე მიმოხილვა:
The Doctor - იგივე Comfortably Numb - პირველი სოლო
Another Brick In The Wall, Part 1 - თუ ეს დემო ჯერ არ მოგისმენიათ, ავღნიშნავთ, რომ აქ, როგორც ბევრ დემო ვერსიაში ტექსტი განსხვავებულია.
Sexual Revolution - ეს სიმღერა, როგორც ბევრმა იცის, შეტანილია როჯერის პირველ სოლო ალბომში The Pros and Cons of Hitch Hiking. მაგრამ დემო ვერსია The Wall-ის ჩაწერის პერიოდში მზადდებოდა, თანაც - ჯგუფის მიერ.
Teacher Teacher არის The Hero's Return (შემდგომში - ალბომიდან The Final Cut).
Outside The Wall - დემო ვერსია, რომელიც აქამდე ასევე უცნობი იყო.
It's never too late არის სიმღერა, რომელიც ასევე ცოტას თუ მოუსმენია. სინამდვილეში ეს არის Outside The Wall-ის ერთგვარი ალტერნატივა, ალბომის მეორე ეპილოგი.
ჩაბნელება

საიტი Super deluxe edition აქვეყნებს ალბომის The Wall Immersion 
2005-2012 - Pink Floyd