logofromfavicსაიტი Pink Floyd / Beyond the horizon დაარსდა 2005 წლის დასაწყისში. დღეისათვის აქ წარმოდგენილი სტატიების 50% მის პირველ ავტორს ეკუთვნის. ამჟამად საიტის მუშაობაზე ზრუნავს ახალი, მცირე გუნდი კოდური სახელით The Frightened Ones (ტერმინი ალბომის The Wall სიუჟეტიდან). ჩვენი მიზანია ჯგუფისა და მისი მუსიკოსების შესახებ ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც კოლექტივის შესახებ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.


საიტზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალ ამბებსა და დისკოგრაფიის მიმოხილვას. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჯგუფის სტუდიური ალბომების ვრცელი მიმოხილვები, ისევე როგორც live ალბომების, კრებულების, სინგლებისა და სხვა გამოცემების შესახებ. ალბათ ისიც დაგაინტერესებთ, თუ რომელი ვიდეოჩანაწერებია ჯგუფის მიერ ოფიციალურად გამოცემული. Pink Floyd-ის იშვიათ და გამოუცემელ სიმღერებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სიაში. ჩვენ ყურადღების გარეშე არ ვტოვებთ ჯგუფის წევრთა სოლო-შემოქმედებასაც, გვაქვს როჯერ უოტერსიალბომების, სინგლებისა და ვიდეოჩანაწერების განხილვები. ასევე წარმოდგენილია დევიდ გილმორის, სიდ ბარეტის, რიჩარდ რაიტისა და ნიკ მეისონის შემოქმედებაც.


ჯგუფთან დაკავშირებულია მრავალწლიანი ისტორია, რომელიც წარმოდგენილია ძირითადი ისტორიული ფაქტების, საერთო ქრონოლოგიის, საკონცერტო გამოსვლების და ჯგუფთან დაკავშირებულ პიროვნებათა სიების სახით. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მოკლედ გაეცნოთ თითოეული მუსიკოსის ბიოგრაფიასაც. საიტს ასევე ემატება ინფორმაცია ჯგუფის წევრთა მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. ამჟამად შეგიძლიათ გაეცნოთ რიჩარდ რაიტის აღჭურვილობაზე, ხოლო უახლოეს პერიოდში იხილავთ დევიდ გილმორის ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვასაც.

დამატებითი მასალების სახით წარმოდგენილია ინტერვიუების არქივი. შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენი ჩამოტვირთვების არქივს, რომელშიც იხილავთ ჯგუფისა და მისი მუსიკოსების შესახებ პუბლიკაციების ჩამოსატვირთ არქივებს - ჟურნალებისა და სტატიების სახით.


საიტის შესახებ ძირითად კითხვებს თავი აქ მოვუყარეთ, თუმცა, თუ თქვენ გაქვთ კითხვა საიტის ადმინისტრაციასთან ან შემოთავაზება საიტის მუშაობასთან დაკავშირებით, გამოიყენეთ ეს საკონტაქტო ფორმა. ადმინისტრატორები აუცილებლად უპასუხებენ თქვენს წერილს 24 საათის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიმოვიხილავთ ჯგუფისა და მისი წევრების ყველა ცნობილ ჩანაწერს, საიტზე მუსიკალური ან ვიდეო ფაილების ჩამოსატვირთი ბმულები არ ქვეყნდება.

პატივისცემით,

ჯგუფის მოყვარულთა წრე The Frightened Ones.