როჯერ უოტერსი

Roger_Waters_Wall_2010-11-03__35_დაიბადა 1944 წლის 6 სექტემბერს.

ალბათ, ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი 1968-1983 წლებში და მისი ოფიციალური წევრი 1965 წლიდან.

დაიბადა კემბრიჯში. დედა და მამა კომუნისტები იყვნენ, მაგრამ თავად ჯორჯი ბირთვული განიარაღების ახალგაზრდა აქტივისტი იყო. მამა დაეღუპა მეორე მსოფლიო ომში, ანზიოს ოპერაციისას. ამ ტრაგედიას მუსიკოსი ხშირად უბრუნდებოდა საკუთარ შემოქმედებაში.

სკოლაში უოტერსი დევიდ გილმორთან და სიდ ბარეტთან ერთად სწავლობდა. უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით - ცურაობა.

1965 წელს უოტერსი და სიდ (როჯერ) ბარეტი, რიჩარდ რაიტთან და ნიკ მეისონთან ერთად, უკრავდა ჯგუფში, რომელიც დრო და დრო სახელებს იცვლიდა. სიდთან ერთად უკვე Pink Floyd-ად ქცეულ კოლექტივს ანდერგრაუნდში დიდი წარმატება ხვდა წილად. 1968 წელს ბარეტმა ჯგუფი მენტალური პრობლემების გამო დატოვა და უოტერსი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კოლექტივის იდეოლოგად. თუმცა, წლების მანძილზე დევიდ გილმორთან, რომელმაც როგორც გიტარისტი, ბარეტი შეცვალა, მისი დიდი კამათი მწიფდებოდა.

ჯგუფთან ერთად უოტერსმა შექმნა 1970-იანი წლების ცნობილი ალბომები, რომელთა ძირითადი ნიშანია კონცეფცია, სიუჟეტური ხაზები, ცხოვრებისეული ფილოსოფია.

დევიდ გილმორი

Sphincter_lipsდაიბადა კემბრიჯში, 1946 წლის 6 მარტს. მამა, დუგლას გილმორი, კემბრიჯის უნივერსიტეტში ზოოლოგიის ლექტორი იყო, ხოლო დედა - მასწავლებელი და მონტაჟის სპეციალისტი.

კემბრიჯში სწავლისას დევიდმა მომავალი კოლეგები, სიდ ბარეტი და როჯერ უოტერსი გაიცნო. 1962 წელს გილმორი შეუერთდა ჯგუფს Joker's Wild, რომელიც უკრავდა როკ’ენ’როლის სტანდარტებს. 1966 წელს მან დატოვა ეს კოლექტივი და შეუერთდა სხვადასხვა კოლექტივს, რომელიც ევროპაში მოგზაურობდა. მათ დიდი წარუმატებლობა ჰქონდათ, რასაც დაერთო ფინანსური პრობლემები. 1992 წელს ნიკი ჰორნის რადიოშოუში საუბრისას დევიდმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში საავადმყოფოში, შიმშილის მწვავე შედეგების გამო ამოჰყო თავი,

1967 წლის დეკემბერში ნიკ მეისონი დევიდს პირველად ესაუბრა Pink Floyd-ის შესახებ. 1968 წელს გილმორი შეუერთდა კოლექტივს და თავდაპირველად დამხმარე ძალას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სიდ ბარეტს ჯგუფი დაატოვებინეს, მან დიდი წვლილი შეიტანა მისი ახალი ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მან დიდი როლი ითამაშა სიდის პერიოდის რამდენიმე კომპოზიციის ამ ახალ ჟღერადობაზე მორგებაშიც.

რიჩარდ რაიტი

00018343დაიბადა 1943 წლის 28 ივლისს, ლონდონის გარეუბან ჰეტჩ-ენდში. 1962 წელს ჩააბარა რიჯენტ სტრიტის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე, სადაც როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი გაიცნო. მოგვიანებით იგი მათი კოლექტივის წევრიც გახდა, სადაც სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა.

მის პირველ საავტორო სიმღერებს შორის იყო You're the reason why, ჯგუფის Adam, Mike & Tim სინგლიდან.

მას შემდეგ, რაც მის ჯგუფს შეუერთდა სიდ ბარეტი, რაიტი მთლიანად გადაერთო კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 1967 წლისათვის, როდესაც რიჩარდმა მუსიკაში აქტიურად დაიწყო ე.წ. ’აღმოსავლური ჰანგებისა’ და ჯაზური იმპროვიზაციების გამოყენება, მისი წვლილი კოლექტივის მუსიკაში ამ მხრივ აშკარა იყო.

ნიკ მეისონი

Nick-Mason-and-Eric-Clapton-photo-Jack-Englishდაიბადა 1944 წლის 27 იანვარს. 1965 წელს, არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლისას იქცა მუსიკალური ჯგუფის წევრად, რომელიც მოგვიანებით Pink Floyd-ის სახელით გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკის დასარტყამებზე დაკვრის სტილი გამორჩეული პასაჟებით თუ ტექნიკით არ ხასიათდებოდა, იგი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჯგუფის მუსიკაში და მას თავისებურ ჟღერადობას ანიჭებდა.

1981 წელს ნიკმა საკუთარი სოლო-ალბომიც, Nick Mason’s Fictitious Sports გამოსცა, ჯაზ-მუსიკოს კარლა ბლეისთან თანაავტორობით. ალბომის ჩაწერაში ასევე მონაწილეობდა ლეგენდარული რობერტ უაიეტი, რომელიც ნიკის ერთ-ერთი კარგი მეგობარია.

სიდ ბარეტი

Syd-Barrettნამდვილი სახელი - როჯერ კით ბარეტი. დაიბადა 1946 წლის 6 იანვარს, ფრიად მუსიკალურ ოჯახში. მამა გარდაიცვალა, როდესაც ბიჭუნა თითქმის 16 წლის იყო. 1962 წელს, როდესაც როჯერი ჯგუფის Geoff Mott & The Mottoes წევრი იყო, თავად აირჩია ზედმეტსახელი ’სიდი’ (Syd).

1964 წელს ბარეტი გადავიდა ლონდონში, სადაც სამხატვრო კოლეჯში სწავლით დაკავდა. 1965 წელს მან, როჯერ უოტერსთან, ნიკ მეისონთან, რიჩარდ რაიტთან და ბობ კლოუზთან შეერთებით, დაიწყო მუსიკალურ კარიერაზე ზრუნვა. გარკვეული უთანხმოებების გამო კოლექტივი კლოუზმა დატოვა, ხოლო ბარეტმა ოთხეულს ახალი სახელი - The Pink Floyd Sound შეურჩია, ორი ამერიკელი ბლუზმენის სახელების მიხედვით. აღსანიშნავია მისი წვლილი ზოგადად ჯგუფის პირველი საავტორო სიმღერების ტექსტებში - ედვარდ ლირისა და ლუის კეროლისეული ფანტაზიით.

ანდერგრაუნდულ წარმატებასთან ერთად, LSD და სხვა ჰალუცინოგენების მიღების შედეგად სიდის მენტალური მდგომარეობა შეირყა.