როდის შეიქმნა ეს საიტი პირველად?
2005 წლის დასაწყისში ჩაირთო საიტის პირველი ვერსია (იხილეთ მარჯვნივ). მანამდე მასალა გროვდებოდა დაახლოებით 5 წლის განმავლობაში.
რატომ არ შემიძლია აქედან მუსიკის/ვიდეოს ჩამოტვირთვა?
შემქმნელი თვლის, რომ ეს უსამართლოა ჯგუფის მიმართ, მით უმეტეს, რომ დღეს ყველამ იცის, სად შეიძლება მუსიკის უფასოდ ჩამოტვირთვა, ამიტომ საიტზე არ აქვს განთავსებული არალეგალური აუდიო/ვიდეოფაილები.
შემიძლია თუ არა საიტიდან მასალების დაკოპირება?
მანამდე უმჯობესია, საიტის ადმინისტრაციას დაუკავშირდეთ. ზოგადად, საიტის მასალები დიდი ხნის შრომის შედეგად არის მოგროვებული და ორიგინალურ თარგმანებს წარმოადგენს, ასე რომ უმჯობესია, არ განათავსოთ ისინი რომელიმე ინტერნეტ-ფორუმსა თუ ბლოგზე სრული სახით.
შემიძლია თუ არა საიტზე რეკლამების განთავსება?
არა, ამჟამად ჩვენთან მხოლოდ ჯგუფთან დაკავშირებული საიტების ბმულებია განთავსებული. ქართული გასართობი საიტების ბმულებს/ბანერებს აქ არ ვაქვეყნებთ.
რატომ არ გაქვთ ფორუმი?
საიტს წლების წინ რამდენიმე ფორუმი ჰქონდა. წლების შემდეგ მსმენელთა დისკუსიებმა იკლეს და მათი ცალკე ფორუმის სახით გამოტანის აუცილებლობა აღარ იყო.
რა სარგებელი შეიძლება მომიტანოს საიტის მასალებმა?
საიტზე მაქსიმალურად არის წარმოდგენილი ჯგუფთან დაკავშირებული მთავარი მასალები - ისტორია, დისკოგრაფიის დეტალური განხილვა (როგორც ჯგუფის, ასევე მისი წევრების), ვიდეოგრაფია (ყველა ოფიციალურად არსებული ფილმის მიმოხილვა), სტატიები (ინტერვიუ, მიმოხილვები) და ა.შ. მსგავსი რესურსი ქართულ ვებ-სივრცეში არ არსებობს და ალბათ, არც იარსებებს. ამიტომ, ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეგიძლიათ ვრცელი ინფორმაციის მიღება.
დაგეგმილია თუ არა საიტის გაფართოება - კლუბის შექმნა, სპეციალური აქციების ჩატარება?
მსგავსი მცდელობები უკვე იყო. მაგალითად, 2005 წლის შემოდგომაზე ქალაქგარეთ მცირე პიკნიკზე გამგზავრებით საიტის წინა ხელმძღვანელობის ინიციატივით ალბომის Wish you were here იუბილე აღინიშნა, ხოლო 2005-2006 წლებში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში 'კინოს სახლში' მისი უშუალო ზედამხედველობით და ვიდეომასალების მიწოდებით მიმდინარეობდა კონცერტების ვიდეოჩანაწერების ჩვენებები. ამჟამად კლუბის შექმნა დაგეგმილი არ არის, Pink Floyd-ის მოყვარულთა ქართული ვებ-გვერდი კვლავ და კვლავ ვირტუალურ კლუბად რჩება.
მსურს საიტისათვის სტატიების დაწერა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩემი სტატიები?
პირველ რიგში, ყველა სტატია უნდა იყოს დაწერილი გამართული ქართული ენით. თუ გადაწყვიტავთ ჩვენთან მიმოწერას, მიიღებთ მცირე სატესტო აბზაცს, რომელიც უნდა თარგმნოთ. თარგმანის გადახედვის შემდეგ ადმინისტრაცია მალევე დაგიკავშირდებათ და მოგანიჭებთ საიტზე გამომქვეყნებელის სტატუსს. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომელიმე უცხო ენის მყარი ცოდნა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წერთ ორიგინალურ სტატიებს ქართულ ენაზე, უცხო ენის ცოდნა აუცილებელი არ არის, თუმცა სტატიები მაინც გადამოწმდება.
მაქვს შემოთავაზება (სხვადასხვა სახის) საიტის ადმინისტრაციასთან

2005-2012 - Pink Floyd